აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთი აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ჯაშუშობაში სდებს ბრალს

რუსეთმა აშშ-ის მოქალაქე რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლის აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამსახურში გადაბირების მცდელობისთვის დააკავა.

რუსეთის სამართალდამცავების თქმით, ამერიკის მოქალაქე რაენ ფოუგლი საელჩოში მესამე მდივნად მუშაობდა. გამოძიების მტკიცებით, ფოუგლს თან დიდი რაოდენობით თანხა და გარეგნობის ცვლილებისთვის საჭირო ინსტრუმენტები ჰქონდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აღნიშნულ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები