ინციდენტი

მშრომელთა უფლებების დაცვის დღე ინციდენტით დასრულდა

მშრო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა ლა­ბო­რა­ტო­რია 1918-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რულ­და.

აქ­ცია დღის სამ სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში და­იწ­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მსვლე­ლო­ბი­სას, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რა­საც პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა. შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრა­ცი­ის 20-მდე მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მათ ფი­ზი­კურ და სიტ­ყვი­ერ შე­უ­რაც­ხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით კი მათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და­არ­ღვი­ეს. ლა­ბო­რა­ტო­რია 1918-მა გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ისი­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­მოწ­ყო­ბილ პი­რებს აქ­ცი­ა­ზე პრო­ვო­კა­ცი­ის მოწ­ყო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

აქ­ცი­ის დაშ­ლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან გა­და­ი­ნაც­ვლა. მა­ლე­ვე, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მათ მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო ხვალ იმ­სჯე­ლებს.

კომენტარები