ინციდენტი

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ორი ადამიანი დააკავეს ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ორგანიზაცია თავისუფალი თაობის აქციის დროს. ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე ორი ადამიანი
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები პროვოკაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

კომენტარები