ინციდენტი

ქუთაისში პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

metro.us

ქუთაისში პოლიციელებმა ახლაგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ტაბულას შსს-ში აცნობეს, 22 წლის მირზა ბ. ერთ-ერთ საქმეზე იყო ეჭვმიტანილი და პოლიციელები მისი დევნის ოპერაციას ახორციელებდნენ.

მამაკაცი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მანქანა არ გააჩერა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხნეს. მამაკაცი თავის არეში დაიჭრა. იგი საავადმყოფოშია გაადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მირზა ბ.-ს ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ,სადაც დაშავებული მოათავსეს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობთ, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს და  დაჭრილის ახლობლები  შენობაში შეიჭრნენ. მათ საავადმყოფოში მინები ჩაამსხვრიეს. მოგვიანებთ სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. 

 

 

კომენტარები