თბილისის მერი

გიგი უგულავა: აგვისტოს ომის ნებისმიერი გამომძიებელი თავის დროზე დაისჯება

თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება სამშობლოს ღალატის ტოლფასია და ნებისმიერი გამომძიებელი თავის დროზე დაისჯება. უგულავას თქმით, ვინ დაიწყო ომი უკვე გამოიძია ტალიავინის კომისიამ. მერმა მთავრობის გადაწყვეტილებას ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიყვული უწოდა. უგულავას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს სამხედრო ძალები ვერ ეყოლება და მტრისგან თავს ვერ დაიცავს. 

"საერთაშორისო  საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები დადო უკვე თავის დროზე, ვგულისხმობ ტალიავინის კომისიას. არავის არ სჯერა, რომ  კბილაშვილს, რომელიც მასკოვსკაია კვარტირაში იჯდა, შეუძლია რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება. არავის არ სჯერა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც მთელი თავისი პოლიტიკური  კარიერის განმავლობაში პირდაპირ რუსეთის მოკავშირე იყო, რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. არც იმის არავის არ სჯერა, რომ ივანიშვილი, რომელიც ურეკში გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა სწრაფად გასასვლელად, ამ ხალხს რაიმე ობიექტური გამოძიების სურვილი აქვს. სჯობს, პრობლემებს მივხედოთ, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა. ასე რომ, სჯობს ეკონომიკურ პრობლემებს მივხედოთ, რომლებიც ქვეყანაში სამწუხაროდ ობიექტურად დაგროვდა. ვერანაირი ინსინუაციებით, გამოძიების და საერთაშორისო სასამართლოს მოშველიებით ამ პრობლემებს ვერ გადაფარავ. ეს საქართველოს რეპუტაციას ავნებს", - აღნიშნა გიგი უგულავამ. 

 

კომენტარები