"აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ, გეუბნებით" - ასე უპასუხა თბილისის ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური მედიის კითხვას. კალაძე, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ მერობის კანდიდატი 4 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნებიდან თავად იქნება, თუმცა, მისივე თქმით, კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
"უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ, ვინ იქნება [მერობის] კანდიდატი. [...] აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ, გეუბნებით. დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე" - თქვა კალაძემ.
კალაძის სავარაუდო მერობის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემაც.
"კახი კალაძე არის მერი, რომელსაც ინატრებდა ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განვითარება უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც. კახი კალაძის ლიდერობით, ხელმძღვანელობით გაკეთდება უამრავი რამ ჩვენი დედაქალაქისთვის და დედაქალაქის მოსახლეობისთვის" - თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.





