მაგნიტსკის საქმე

რუსეთი მაგნიტსკის სიის საპასუხო სიას აქვეყნებს

რუსეთმა მაგნიტსკის სიის საპასუხოდ იმ 18 ამერიკელი ოფიციალური პირის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში ბუში ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი, რომლებიც დაკითხვის მკაცრ მეთოდებს ითხოვდნენ და გუანტანამოს ციხის ორი ხელმძღვანელი მოხვდა. სიაში მოხვდა ვიცე პრეზიდენტ დიკ ჩეინის ადმინისტრაციის უფროსი დავიდ ადინგტონი. 

"სიების ომი ჩვენი არჩევანი არ არის, მაგრამ ჩვენ შანტაჟს იგნორირებას ვერ გავუწვთ," ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

აღნიშნულ სიასთან ერთად მაგნიტსკის აქტისთვის ამერიკის შეერთებული შტატების "დასასჯელად", ვლადიმირ პუტინმა ამერიკელებზე რუსი ბავშვების გაშვილება აკრძალა. 

გუშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მაგნიტკის სია გამოაქვეყნა. სიაში იმ 18 ადამიანის სახელია, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან კავშირი ჰქონდათ

კომენტარები