მაგნიტსკის საქმე

Hermitage Capital-ის ხელმძღვანელს ”მაგნიტსკის აქტთან” დაკავშირებით სიკვდილით ემუქრებიან

კომპანია Hermitage Capital Management - ის ხელმძღვანელმა უილიამ ბრაუდერმა განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს რუსული მხარე სიკვდილით ემუქრება. ბრაუდერის თქმით, მისი მისამართით მუქარის შემცველ წერილებს მას შემდეგ აგზავნიან, რაც მან იურისტ სერგეი მაგნიტსკის ფონდის საქმის წარმოება დაიწყო.

Svobodanews - ის ინფორმაციით, ბრაუდერმა რუსულ ინტერნეტპორტალს PublicPost აცნობა, რომ მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების და ელექტრონული წერილების სახით 11 მუქარა მიიღო.

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ ე.წ. ”მაგნიტსკის სია” ერთხმად მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ე.წ. ”მაგნიტსიკის კანონში” ცვლილებები შეიტანა, რომელთა თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის გარდა სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებსაც დაეკისრებათ.

რუსეთის პირველი პირის ვლადიმირ პუტინის განცხადების თანხამად, "იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის კონგრესი „მაგნიტსკის აქტს“ მიიღებს, ზოგიერთი ამერიკელისთვის რუსეთში გამგზავრება შეზღუდული იქნება.“

 

კომენტარები