თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აშშ-ის სენატის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მიღებულ ე.წ. ”მაგნიტსიკის კანონში” ცვლილებები შეიტანა.
Коммерсант - ის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის გარდა სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებსაც დაეკისრებათ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა აგრეთვე, მიიღო უფლება, რომ არ გამომჟღავნდეს იმ ჩინოვნიკების ვინაობა, რომლებიც შავ სიაში იქნებიან შეყვანილნი.
კანონის აქამდე არსებულ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ”მაგნიტსკის აქტი” რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.
ივნისის დასაწყისში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შედგენილი კანონპროექტი წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც მიიღო.
ცოტა ხნის წინ რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმირ პუტინმა განცხადება გააკეთა, რომლის თანხამადაც, "იმ შემთხვევაში, თუ აშშ–ის კონგრესი „მაგნიტსკის აქტს“ მიიღებს, ზოგიერთი ამერიკელისთვის რუსეთში გამგზავრება შეზღუდული იქნება.“




