აფხაზეთი

გია ბარამია აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გია ბარამია თანამდებობას ტოვებს.

აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას ცნობით, ბარამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით, უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა.

როგორც გია ბარამია განცხადებაში განმარტავს, ის სხვა ''სამსახურში აპირებს გადასვლას''.

შეგახსენებთ, გია ბარამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2009 წლის ივნისში აირჩიეს. 

კომენტარები