აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 2025 წლის თებერვალში ჩატარდება

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 2025 წლის თებერვალში ჩატარდება. ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის ყოფილი "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია ავრცელებს.

"საპრეზიდენტო არჩევნები (2025 წლის) თებერვალში ჩატარდება. ზუსტი თარიღი დაახლოებით 2 კვირაში გვეცოდინება". – ამბობს ბჟანია.

ბჟანია დე ფაქტო ოპოზიციის საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ყოფილი "პრეზიდენტის" თქმით, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს. 

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

კომენტარები