ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი კიბოსთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ეს განცხადება მისმა ვიცეპრეზიდენტმა და დასახელებულმა მემკვიდრემ ნიკოლას მადურომ გაავრცელა. ჩავესის გარდაცვლაბით დასრულდა სოციალისტი ლიდერის 14-წლიანი მმართველობა. ის ვენესუელის სათავეში 1999 წელს მოვიდა. 2012 წლის დეკემბერში ვენესუელის მოსახლეობამ ის მეოთხე ვადით აირჩია. ჩავესმა არჩევნებში თავისი მეტოქე ახალგაზრდა ენრიკე კაპრილესი დაამარცხა. თუმცა არჩევნების შემდეგ ეფექტურ მმართველობაში მონაწილეობა, ჩავესს ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ მიუღია.





