უეფას ჩემპიონთა ლიგა

დღეს მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალს უმასპინძლებს

სამშაბათს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩში, ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი შეხვდებიან.

პირველი მატჩი მადრიდში ფრედ 1-1 დასრულდა.

- ლივერპულში 5 წელი გავატარე და როდესაც ინგლისში ვბრუნდები, განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულს შორის ყოველთვის განსაკუთრებული მეტოქეობა იყო და ეს ფაქტიც ჩემთვის დამატებითი ფაქტორია ხვალინდელ მატჩში. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი შესანიშნავ შეხვედრას იხილავს, - ეს ჩაბი ალონსოს სიტყვებია.

- იუნაიტედთან მომიგია, წამიგია და ფრედაც დამისრულებია შეხვედრა. უკანასკნელად აქ ინტერის მწვრთნელის რანგში ვიყავი და დავმარცხდი. მთლიანობაში, ფერგიუსონს ალბათ 20-ჯერ შევხვედრილვარ, თუმცა ფეხბურთში იმდენი გამეგება, რომ ვხვდებოდე - სამშაბათს ან შემდეგ ეტაპზე გავალთ, ან გამოვვარდებით, - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მატჩი მანჩესტერ იუნაიტედსა და მადრიდის რეალს შორის, მანჩესტერში, თბილისის დროით 23:40-ზე დაიწყება.

კომენტარები