უეფას ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების კენჭისყრა გაიმართა.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მიუნხენის ბაიერნი (გერმანია) - ბარსელონა (ესპანეთი)

დორტმუნდის ბორუსია (გერმანია) - მადრიდის რეალი (ესპანეთი)

პირველ მატჩებს მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია 23 და 24 აპრილს უმასპინძლებენ, ხოლო 30 და 1 მაისს, მასპინძლები მადრიდის რეალი და ბარსელონა იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრა 25 მაისს ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები