უეფას ჩემპიონთა ლიგა

გალათასარაიმ იუვენტუსი მერვედფინალს მიღმა დატოვა

telegraph.co.uk

გუშინ გადადებული უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი თურქულ გალათასარაისა და ტურინის იუვენტუსს შორის დღეს გაიმართა. სტამბოლში მოსული თოვლის გამო გუშინ, თურქ ტელეკომ არენაზე თამაში 31-ე წუთის შემდეგ შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ B ჯგუფის უპრინციპულესი დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე შედგა.

იტალიელებს მერვედფინალში გასასვლელად ფრეც აძლევდათ ხელს, რობერტო მანჩინის ფეხბურთელებს კი შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებლად უნდა გაემარჯვათ და ასეც მოხდა. 

დაძაბული მატჩის 85-ე წუთზე ჰოლანდიელმა უესლი სნეიდერმა ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა და გუნდს მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. დარჩენილ წუთებში მარცხენა ფლანგიდან დიდიე დროგმას შესანიშნავ გარღვევას სახიფათო მომენტი მოჰყვა, მაგრამ კოტ დ'ივუარელის შესანიშნავი გადაცემა ბურაკ ილმაზმა ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ სტამბოლის გალათასარაიმ ტურინის იუვენტუსი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალში B ჯგუფიდან, პირველადგილოსან მადრიდის რეალთან ერთად გავიდა.

 

კომენტარები