ქუთაისი

ქუთაისის მერიასთან ხმაურია

ქუთაისის მერიასთან, რამდენიმე ასეული ადამიანი, საკრებულოს სხდომაზე დასწრების მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა სცადეს, რაც მათმა ნაწილმა მოახერხა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

როგორც ცნობილია, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ორმოცდაათამდე ადამიანი ეტევა, მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა, თავისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს დაადასტურა.

 

კომენტარები