თბილისის მერი

გიგი უგულავა: დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დამთავრდება

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. 

"მე ვარ სიმართლის დადგენაში დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პროკურატურის ფიასკოთი დამთავრდება და დამთავრდება იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიწვავს ხელებს ის ადამიანი თავის დანთებულ ცეცხლზე, ვინაიდან მათ გადაწყვიტეს ამ გზის არჩევა", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი ''არის აბსურდის თეატრი და გამოჩნდება, ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი''.  

"მე არ გავურბივარ არცერთ შეკითხვას, პირიქით, ახლა უკვე მე ვითხოვ ყველა შეკითხვაზე პასუხს და რამდენიმე მათგანზე დღეს ბრალდებას არანაირი პასუხი არ ჰქონდა", - აღნიშნა უგულავამ. 

შეგახსენებთ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მერს, გი­გი უგუ­ლა­ვას, არ­ცერ­თი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ შე­ე­ფარ­და.

 

კომენტარები