თბილისის მერი

გიგი უგულავას არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, არცერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, უგულავასთვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, 1 მლნ ლა­რის გირაოს დაკისრებისა და უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.  

პროკურატურა ასევე ითხოვდა, გიგი  უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ  ჰქონოდა და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებულიყო.

რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ბრალდებულს, დავით კეზერაშვილს, მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

შეგახსენებთ, თბილისის მერს, გიგი უგულავას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა. 

კომენტარები