ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ამ დროისთვის აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია მისული.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. გიგი უგულავას საგამოძიებო სამსახურში ამ დროისთვის ელოდებიან.
შეგახსენებთ, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ქალაქ თბილისის მერს, დღეს ბრალს წაუყენებს.
ბრალდება შეეხება ''დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებას, გაფლანგვასა და დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების ფაქტებს''.