თბილისის მერი

გიგი უგულავა გამომძიებელს მერიაში იწვევს

თბილისის მერი, გიგი უგულავა ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მერმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უგულავას 2 თებერვალს, 13:00-ზე იბარებდა, თუმცა შესაბამისი უწყება მერიაში სამუშაო საათების შემდეგ მიიტანეს, რის გამოც ის დაცვამ არ ჩაიბარა. უგულავას თქმით, მას ხვალინდელი დღე გაწერილი აქვს და დაკითხვაზე არ გამოცხადდება. სანაცვლოდ, მერი მზად არის, 2 თებერვალს 16:00 მერიაში უპასუხოს გამომძიებლის კითხვებს.

"ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, ასე გვიან რატომ მოვიდა უწყება. [...] მინდა ვუთხრა მათ, რომ ხვალინდელი დღე მე მაქვს გაწერილი, ამიტომ ხვალ, 16:00 საათზე ველოდები გამომძიებელს, პაატა მამულაშვილს. მერიის მისაღებში მას ჩემი თანამშრომლები დახვდებიან, მივიღებ და გავცემ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. თუ გამოძიებას ეს დრო არ აწყობს, მე ზეგ მივემგზავრები პრეზიდენტთან ერთად კონფერენციაზე და დაბრუნებისთანავე შევჯერდებით მომდევნო ურთიერთობის ფორმაზე. თუ ვინმეს ილუზია შეექმნა, რომ მე მივდივარ და აღარ დავბრუნდები, მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ სიამოვნებას მე ივანიშვილს, კბილაშვილს, წულუკიანს და ა.შ. არ მივანიჭებ", განაცხადა უგულავამ.

მერი ასევე შეეხო თეატრალური კვარტეტის დასაქმების საკითხსაც. უგულავას თქმით, ის აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს. მერის თქმით, უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძეა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უგულავა დაკითხვაზე თბილისის ბიუჯეტიდან 5,2 მილიონის გაფლანგვის საქმეაზეა არის დაბარებული. გამოძიების ცნობით, შპს თბილსერვისში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და კოორდინატორები იყვნენ დასაქმებული. გამოძიების მიხედვით, თბილსერვისის საშტატო და საბიუჯეტო განრიგი გიგი უგულავამ დაამტკიცა.

კომენტარები