საგარეო პოლიტიკა

პეტრიაშვილი: ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთიანი საგარეო არჩევანი აქვთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთიანი საგარეო არჩევანი აქვთ".
"ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის საკითხზე პარლამენტში ფრაქციებს შორის შემდგარიყო გარკვეული თანხმობა და რაიმე ფორმით, ამის დეკლარირება მომხდარიყო... დღეს ვერ გეტყვით, ეს საბოლოოდ რა სტატუსს მიიღებს, კონსტიტუციაში აისახება, სპეციალური კანონი მომზადდება თუ ინტერფრაქციული დოკუმენტი იქნება მიღებული? თუმცა, პროექტი უმრავლესობამ ჯერ კიდევ 18 იანვარს უმცირესობას განსახილველად შესთავაზა", - აცხადებს პეტრიაშვილი.

კომენტარები