საგარეო პოლიტიკა

საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა

კადრი ვიდეოდან/პირველი არხი

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კოროუსთან, მათ შორის, ევროკავშირის ელჩს, წევრი ქვეყნების ელჩებს, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხევდრა 20 წუთს გაგრძელდა. უწყებას შეხვედრის დეტალებზე განცხადება ამ დროისთვის არ გაუვრცელებია. 

ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვებით: რას შეეხებოდა, რომელი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ და ვისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა. უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალებთან განცხადებას გაავრცელებდნენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელიც.

შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ შეხევდრაზე მათ უწყებამ წარუდგინათ "ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ".

"მიმიწვიეს, ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება. ჩემი მხრიდან, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ". - თქვა ჰერჩინსიმ ინტერპრესნიუსის ცნობით.

დიპლომატების უმრავლესობას შეხევდრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.  

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) "თვითმმართველობა 2025"-თან დაკავშირებით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ - "საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა".


7 ოქტომბერს, შეხევდრის პარალელურად ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, სადაც განაცხადა, რომ "მათი ქმედებების და მოსახლეობის მოთხოვნის" მიუხედავად, ელჩების გაძევება კონტრპროდუქტიული იქნება და ცალმხირვი მეგობრების რეჟიმში რჩებიან "სანამ დიფ სთეითის გავლენები არ შესუსტდება".

როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში, "საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩები" ასევე, მათი საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ქმედებები, საქართველოს "შიდა საქმეებში აშკარა ჩარევის" ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები