ტრანსფერი

ოფიციალურად: მარიო ბალოტელი მილანელია

თუმცა არც მილანელების და არც მანჩესტერ სიტის საიტზე ტრანსფერის შესახებ არაფერს წერენ, სილვიო ბერლუსკონის კლუბის ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, საიდანაც ირკვევა, რომ იტალიელი თავდამსხმელი მილანში ითამაშებს.

"კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ბალოტელი ხვალ ჩამოფრინდება. იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან 2017 წლის ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს", - აცხადებენ მილანში.

იტალიური პრესის თანახმად, ხელფასის სახით მარიო წელიწადში ოთხ მილიონ ევრომდე მიიღებს, მანჩესტერ სიტიში კი მისი გასამრჯელო ორით მეტი - ექვსი მილიონი ევრო იყო. ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონი ევროა და მილანი ბრიტანელებს ამ თანხას ექვსი წლის განმავლობაში გადაუხდის. იტალიაში ბალოტელის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი, ინგლისელები დამატებით სამ მილიონ ევროს მიიღებენ.

 

კომენტარები