ტრანსფერი

ლაშა დვალი ინგლისურ რედინგში გადავიდა

ლაშა დვალი
uefa.com

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და რიგის სკონტოს უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლაშა დვალი ინგლისურ რედინგში გადავიდა, ამის შესახებ ლატვიური sportacentrs.com იუწყება. ინფორმაციას სკონტოს ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს.

დვალის ბრიტანეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ ტრანსფერი აქამდე არ შემდგარა. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დვალმა ტრავმა მიიღო და ლატვიური კლუბის რიგებში აღარ უთამაშია.

კონკრეტულად რა თანხა დაჯდა ტრანსფერი, უცნობია, მაგრამ სკონტოს დირექტორის ასკოლდს ულდრიკისის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მიღებული თანხა დიდი არ არის და მილიონს არ შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ დვალი სკონტოში აღარ იასპარეზებს, ამ გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი რჩება - ირაკლი კლიმიაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი და ვლადიმერ დათუნაშვილი.

კომენტარები