ტრანსფერი

ანდრე ვილაშ-ბოაში: ბეილი მადრიდის რეალში ითამაშებს

გარეთ ბეილი და ანდრე ვილაშ-ბოაში
bbc.co.uk

პრემიერლიგის მესამე ტურში სტუმრად, არსენალთან განცდილი მარცხის (1:0) შემდეგ, ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, მისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის, გარეთ ბეილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„ის მადრიდის რეალში ითამაშებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ," - განაცხადა პორტუგალიელმა.

„ის შესანიშნავი მოთამაშეა. მან რამდენიმე შესანიშნავი მოგონება დაგვიტოვა, განსაკუთრებით კი გასული სეზონში. ამას თითოეული ტოტენჰემის ფანი აფასებს, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია და ჩვენც ჩვენ გზას ვაგრძელებთ," - განაცხადა ვილაშ ბოაშმა.

თუ რა თანხას გადაუხდიან ესპანელები ტოტენჰემს გარეთ ბეილის ტრანსფერის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 80 მილიონი ფუნტი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამდენი გადაუხადა მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ 2009 წელს მანჩესტერ იუნაიტედს, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში.

კომენტარები