ტრანსფერი

მონაკოში ფალკაო, მოუტინიო და როდრიგესი წარადგინეს

რადამელ ფალკაო
colombiareports.com

მონაკოში ახალი ვარსკვლავის, კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს პრეზენტაცია შედგა. ფალკაოს ტრანსფერი მონაკოს 50 მილიონი ევრო დაუჯდა, კოლუმბიელი კი ხელფასის სახით, წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს.

"მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. ჩვენი მიზანია ევროპული ფეხბურთის სიმაღლეებზე ასვლა, შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და ამბიციაც არ გვაკლია", - განაცხადა ფალკაომ.

პრესკონფერენციაზე ფალკაოსთან ერთად ჟოაო მოუტინიო და ჯეიმს როდრიგესიც წარადგინეს.

"ეს პროექტი ის არის, რაც მსურდა - ძლიერი ფეხბურთელები და ძლიერი გუნდი. ყველა ტურნირში, სადაც მონაწილეობას მივიღებთ, მოსაგებად ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, ამაში ჩემს წვლილს შევიტან", - განაცხადა ჟოაო მოუტინიომ.

"მონაკოს დიდი ისტორია აქვს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ თამაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოუტინიოსთან და ფალკაოსთან ერთად კვლავ ვითამაშებ. მოტივაციისთვის ეს სავსებით საკმარისია", - განაცხადა ჯეიმს როდრიგესმა.

პორტუ მონაკოსგან, კოლუმბიელი როდრიგესის სანაცვლოდ, 45 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მოუტინიოს ტრანსფერი 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

კომენტარები