დაკითხვა

ლევან ვარშალომიძე დაკითხვაზე დაიბარეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაკითხვაზეა დაბარებული. ვარშალომიძეს შესაბამისი უწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიუვიდა.

ვარშალომიძე 18:00 საათზე, საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში უნდა გამოცხადდეს. საგამოძიებო სამსახურში  არ აკონკრეტებენ, რა საკითხზე დაიბარეს ვარშალომიძე დაკითხვაზე.

კომენტარები