დაკითხვა

ნაციონალური მოძრაობის წევრები პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის წევრები გიორგი ღვინიაშვილი და კახაბერ ბუცხრიკიძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცლებს.

”2013 წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით იქნა დაბარებული. ასევე, 2013 წლის 20 დეკემბერს, 16:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ბუცხრიკიძე.

საქმე ეხება გ. ღვინიაშვილის ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ხოლო კ. ბუცხრიკიძის შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ა. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულების უკანონოდ დატოვებისა და მათთვის კანონით აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები