ძალიან ბევრია სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რომლებიც ფინანსებიან ამ დონორი ორგანიზაციებისგან და რომლებიც აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. არავინ არ იცის, საიდან, რატომ...
ხო გვახსოვს, გვეუბნებოდნენ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი გვაქვს დაფინანსებულიო და რეალურად, რა ხდებოდა - რევოლუციაზე ელაპარაკებოდნენ, სერბეთიდან ჩამოსულები იყვნენ თუ არ ვცდები... როგორ შეიძლება. ამას ებრძვიან, ეს არ უნდათ, ერთი ხელით ვითომ კაი პროექტებს აფინანსებენ, ამას როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოს ჯანსაღი ადამიანი, რომ შენს ქვეყანაში რაღაცა, ვიღაცა კარგ რამეს აკეთებს, ამას მივესალმებით, პოზიტიურია, მაგრამ შავბნელი თემები როა, შავი ფული, რომელიც შემოედინება, და ეს არ უნდათ, რომ იყოს გამჭვირვალე, იმიტომ, რომ ამ სიბინძურეს ვერ დააფინანსებენ, იგივე ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რევოლუციის მცდელობებს, ეს არის პრობლემა.
კიდევ ერთხელ მინდა, ყველამ გაიგოს - ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ვერც ამერიკა, ვერც რუსეთი, ვერც ევროპა ვერ იქნება ჩვენი ბატონი, ჩვენი ბატონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი.





