დაკითხვა

ავთანდილ კემულარია აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაკითხეს

მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლის ავთანდილ კემულარიას ადვოკატ იასონ ბესელიას განცხადდებით, კემულარის დაკითხვა 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. ამის შესახებ მან დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

„სავარაუდოდ, დაკითხვა ეხებოდა იმ პერიოდს, რა პერიოდშიც მუშაობდა ავთანდილ კემულარია. თუმცა მასალები უფრო ხანგრძლივი პერიოდის იყო. კონკრეტული საქმის ნომერი მე არ იცი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ალბათ იყო დაკავშირებული 2008 წლის ომთან, " - განაცხადა ადვოკატმა.

ავტანდილ კემულარიას განცხადებით, დაკითხვაზე დაინტერესდნენ იმ საარქივო მასალებით, რომელთა არქივსაც ის აკეთებდა, მათ შორის 2008 წლის მასალებიც.

პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივის ყოფილი თანამშრომელი ავთანდილ კემულარია დღეს მოწმის სტატუსით დაკითხა.

კომენტარები