დევნილები

დევნილები, უკანონოდ მიტაცებული შენობები და საბანკო სექტორი

ოქ­ტომ­ბ­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, დევ­ნი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სულ უფ­რო მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბით იკა­ვე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო თუ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ ობი­ექ­ტებს. ისი­ნი მთავ­რო­ბის­გან დახ­მა­რე­ბას და საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მო­ითხო­ვენ. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა დიდ­ხანს თუ გაგ­რ­ძელ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ბან­კო სექ­ტო­რი და­ზა­რალ­დე­ბა: რო­გორც ბიზ­ნე­სის­თ­ვის, ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის სეს­ხის შე­და­რე­ბით და­ბალ პრო­ცენ­ტ­ში აღე­ბა გარ­თულ­დე­ბა.

იმის­თ­ვის, რომ ბან­კ­მა სეს­ხი გას­ცეს, ფუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს. ნე­ბის­მი­ე­რი ბან­კის სტა­ბი­ლუ­რო­ბას დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს ის, თუ რამ­დე­ნად მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი კა­პი­ტა­ლის ბაზ­რებ­ზე არ­სე­ბულ იაფ რე­სურ­ს­ზე. რამ­დე­ნად იაფი იქ­ნე­ბა თვი­თონ ბან­კე­ბის მი­ერ მო­ზი­დუ­ლი ფუ­ლა­დი რე­სურ­სი, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად სტა­ბი­ლუ­რად აფა­სე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა – Fitch, Moody’s, Standard&Poors’ – სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ერ­თხელ გა­უ­ზარ­დეს საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი. სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო სტა­ბი­ლუ­რი­ა: თუ აქამ­დე ქვე­ყა­ნა გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში კრე­დი­ტი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის­თ­ვის მა­ღა­ლი სა­გა­რეო და სა­ში­ნაო რის­კე­ბის მქო­ნედ ფას­დე­ბო­და, უკ­ვე სა­მი ზე­დი­ზედ წე­ლი­ა, საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აზ­რით, ეს რის­კე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გის გაზ­რ­დის ბო­ლო ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა ოქ­ტომ­ბ­რის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და, რი­თაც Fitch-მა თა­ვის მხრივ ხა­ზი გა­უს­ვა ქვე­ყა­ნა­ში მთავ­რო­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ცვლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. თუმ­ცა აქ­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ნე­ბის­მი­ე­რი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა აუცი­ლებ­ლად იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზეც.

ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ცია პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბას: სა­ბან­კო სექ­ტო­რის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ცი­ის დო­ნით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­გორც წე­სი, და­ბა­ლი ხა­რის­ხი­სა­ა. შე­სა­ბა­მი­სად, მსეს­ხებ­ლე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. ეს, თა­ვის მხრივ, გა­რე და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მოთხოვ­ნას ამ­ცი­რებს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ბან­კო სის­ტე­მის შე­ნახ­ვა უფ­რო ძვი­რი ჯდე­ბა.

მსოფ­ლიო ბან­კის არა­ერ­თი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ბან­კო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია ქვეყ­ნის ინ­დუს­ტ­რი­ულ ზრდა­ზე და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა: კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­ბან­კო სექ­ტო­რი უკეთ აფი­ნან­სებს მას­ზე და­მო­კი­დე­ბულ კომ­პა­ნი­ებს. სეს­ხე­ბის ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი იპო­თე­კურ სეს­ხებს აქვს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტორ­ში სეს­ხე­ბის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის ნა­ხე­ვარს შე­ად­გენს. და­ბალ გა­ნაკ­ვეთს თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს: ამ ტი­პის სეს­ხი ქო­ნე­ბით არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ თქვენ რა­ღაც მო­მენ­ტ­ში სეს­ხის და­ფარ­ვას ვე­ღარ შეძ­ლებთ, ბანკს შე­უძ­ლია თქვე­ნი ქო­ნე­ბა გა­ყი­დოს და ზა­რა­ლი ამით აინაზღა­უ­როს. შე­სა­ბა­მი­სად, ბან­კის მხრი­დან თან­ხის სრუ­ლად და­კარ­გ­ვის რის­კი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი­ა, ვიდ­რე არა­უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. რის­კის შემ­ცი­რე­ბა მსეს­ხე­ბელ­ზეც აისა­ხე­ბა: მას პრო­ცენ­ტის სა­ხით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბის გა­დახ­და უწევს.

საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი კი­დევ უფ­რო და­ბა­ლია მა­შინ, რო­ცა გა­რან­ტად უძ­რავ ქო­ნე­ბას დებთ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იპო­თე­კურ სეს­ხ­ზე საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, სხვა ტი­პის სეს­ხებ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქ­მის 2-ჯერ ნაკ­ლე­ბი­ა. გა­მო­დის, რომ თუ სეს­ხ­ზე პრო­ცენ­ტის და­წე­ვა გინ­დათ, ამის­თ­ვის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოთ. მაგ­რამ თუ ეს სა­კუთ­რე­ბა და­ცუ­ლი არ არის, მა­შინ ბან­კის­თ­ვის ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის და­წე­ვის მო­ტი­ვა­ტო­რი ვერ გახ­დე­ბა, რად­გან რის­კე­ბის სა­თა­ნა­დოდ და­ბა­ლან­სე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი პი­რო­ბა აღარ იქ­ნე­ბა. კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ზე ხში­რი იერი­შის მი­ტა­ნა, ბან­კე­ბის­თ­ვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას გაზ­რ­დის, რის შე­დე­გა­დაც, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სეს­ხის გა­სამ­ყა­რებ­ლად ფასს და­კარ­გავს.

 

კომენტარები