აშშ-რუსეთის ურთიერთობები

USAID-მა რუსეთის ფედერაციაში მუშაობის შეწყვეტა

ამ კვირაში, რუსეთის მთავრობამ აცნობა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაწვეტილება, რომ სურს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტოს (USAID) მუშაობის შეწყვეტა რუსეთის ფედერაციაში. „მიუხედავად იმისა, რომ USAID-ის ფიზიკური წარმომადგენლობა რუსეთში ამტავრებს მუშაობას, ჩვენ ვრჩებით ერთგული დემოკრატიის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებების, და რუსეთში უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არასამთოვრობო ორგანიზაციებთან რუსეთში“ - ამცნო სახელმწიფო დეპარტამენტმა საზოგადოებას. 
Wall Street Journal-ის ცნობით უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით სამი მილიარდი გამოჰყო რუსეთის განვითარების, სამართლიანი არჩევნების და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 19 სექტემბერს მომხდართა დაკავშირებით განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს „გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის არჩევნებზე.“ ამერიკის მთავრობის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „ეს მათი [რუსეთის] სუვერენული გადაწვეტილებაა“. 
შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციამ მიიღო ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელიც მათ პასუხისმგებლობას აკისრებს დარეგისტრირდნენ, როგორც საგარეო აგენტად მოქმედნი თუ ისინი იღებენ საზღვარგარეთიდან დახმარებას. 

კომენტარები