აშშ-რუსეთის ურთიერთობები

მით რომნი: პუტინი ჩვენი მხრიდან ნაკლებ სირბილეს დაინახავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნიმ, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას რუსეთთან მიმართებაში რბილი პოზიციისთვის უსაყვედურა. 

ფლორიდაში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, რომნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კრემლის მიმართ მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს.

,,ჩემი მმართველობის დროს, ჩვენი მოკავშირეები მეტ ლოიალურობას მიიღებენ, პუტინი კი ჩვენი მხრიდან ნაკლებ სირბილეს და დიდ სიმტკიცეს დაინახავს."-განაცხადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა. 

BBC-ს ცნობით, აღნიშნულ ყრილობაზე რომნიმ ბარაკ ობამა დაპირიბების შეუსრულებლობაშიც დაადანაშაულა და საკუთარი საარჩევნო გეგმა წარადგინა.  

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები