ვენესუელა

ვენესუელაში აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში მდებარე ქვეყნის ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე ათეული დაშავდა.

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით, ნახევარკუნძულ პარაგუანაზე მდებარე ფაბრიკაში შაბათს დილით მოხდა.

ვენესუელას ენერგეტიკის მინისტრის, რაფაელ რამირესის განცხადებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად ახლოს მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაზიანდა. ამ დროისათვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ახლომდებარე ადგილებიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ანალიტიკოსების თქმით, ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, არცთუ იშვიათად ხდება ავარიები და კატასტროფები.

 

კომენტარები