კალათბურთი

საქართველომ თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი უკრაინასთან გამარჯვებით მოიგო. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს პირველი ტაიმი 52:31 მოუგეს და მეორე ნახევარში უპრობლემოდ მიიყვანეს თამაში გამარჯვებამდე - 95:69.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა გუშინ ესტონეთს 84:71 სძლია, ტურნირის პირველ დღეს კი ბელარუსს 99:76 მოუგო.

ჩვენი გუნდი 13 აგვისტოს კიდევ ერთ საწვრთნელ შეხვედრას გამართავს: ლაიფციგში გერმანიას ესტუმრება, 18 აგვისტოდან კი საქართველო 2013 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირს თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან შესარჩევი თამაშით დაიწყებს.

კომენტარები