კვლევა

გიგი წერეთელი: IRI-ის კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ტაბულასთან საუბარში IRI-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი მომდევნო პოზიციაზე მყოფ ოპოზიციურ ძალისას დაახლოებით ორჯერ აღემატება.

”ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიმართ მმართველ გუნდს ნდობა აქვს. ახლანდელი შედეგები დიდად არ განსხვავდება ბოლო კვლევების შედეგებისგან, რომლებიც სხვა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. პროპორციები, რომელიც წინა კვლევებში ფიქსირდებოდა, შენარჩუნებულია. IRI-ის მიხედვით, სამ პოლიტიკურ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ ოცნებას და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას შანსი აქვს, მომავალ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა ჰქონდეთ.” - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ტაბულასთან საუბარში აგრეთვე, აღნიშნა, რომ წინა კვლევების მსგავსად, ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას, IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ჩამორჩება. მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევაში ნაციონალური მოძრაობისადმი მაღალია საზოგადოების ნდობაც.

”მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობის, ჯანდაცვის, სოფლის მხარდაჭერის, განათლების საკითხების მოგვარებას მოსახლეობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ანდობს. აღნიშნული თემები საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამ მხრივ უფრო ვინტერესებდით, ვიდრე კონკრეტული ციფრებით.” - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევა გარდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებისა, ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. აღნიშნული კვლევის შედეგებს რამდენიმე პოლიტიკური ძალა უკვე გაეცნო.

 

კომენტარები