კვლევა

ახალი კვლევა: ცხარე წიწაკის ჭამა გულის შეტევით სიკვდილის ალბათობას ამცირებს

Cnn.com

ახალი კვლევის მიხედვით, ცხარე წიწაკის ჭამა გულის შეტევითა და ინსულტით სიკვდილის ალბათობას ამცირებს.

კვლევა იტალიაში ჩატარდა, სადაც ცხარე წიწაკა ერთ-ერთი საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტია. კვლევაში ჩართული იყო 23 000 ადამიანი, რომელთაგან ნაწილი ჭამდა ცხარე წიწაკას, ნაწილი კი არა.

მონაწილეების ჯანმრთელობას რვა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გულის შეტევით სიკვდილის რისკი 40%-ით დაბალი იყო იმათ შორის, ვინც ცხარე წიწაკას კვირაში მინიმუმ 4-ჯერ მაინც მიირთმევდა. ინსულტით გარდაცვალების რისკი კი თითქმის განახევრებული იყო წიწაკის მომხმარებელში.

კვლევა ორშაბათს American College of Cardiology-ის ჟურნალში გამოქვეყნდა.

"საინტერესოა, რომ სიკვდილიანობა და მისი დაცვა ადამიანების მიერ დაცულ დიეტებზე არ იყო დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიღაც შესაძლოა ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავდა, ვიღაც ნაკლებად ჯანსაღად ჭამდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ცხარე წიწაკას დამცავი ეფექტი ჰქონდა მათზე", - თქვა კვლევის ხელმძღვანელმა მარიალაურა ბონაჩიომ, რომელიც ეპიდემიოლოგისტია Mediterranean Neirogical Institute-ში (Neuromed).

გარდა კვლევაში ჩართული 23 000 ადამიანიასა, მკვლევარებმა გამოიყენეს "Moli-Sani"-ის კვლევის მონაცემებიც, რომელიც სამხრეთ იტალიაში მცხოვრებ 25 000 ადამიანს მოიცავდა.

მკვლევარებს ახალ სურთ გაარკვიონ, რა ბიოქიმიური პროცესები უდევს საფუძვლად ცხარე წიწაკის ჭამის შედეგად გულის შეტევით სიკვდილის რისკის შემცირებას.

კომენტარები