კვლევა

CRRC: მოსახლეობის 50% თვლის, რომ ქართველი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი

სამების საკათედრო ტაძარი
ტაბულა

CRRC საქართველოს მომავალი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც იკვლევს ეროვნულ შეხედულებებს ქართველობასთან დაკავშირებით, როგორ განსაზღვრავს ქართველობას მოსახლეობა. მოსახლეობის უმრავლესობა (98%) ამაყობს, რომ ქართველია. აქედან უმრავლესობა თვლის, რომ ენა აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობისთვის - 92% ამბობს, რომ ქართველმა აუცილებლად უნდა ისაუბროს ქართულ ენაზე.

ამასთან ერთად, 94% თვლის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს, რომელთაც საქართველოში მუშაობა სურთ, უნდა მოეთხოვებოდეთ ქართული ენის ცოდნა. 

საქართველოს მოსახლეობის 50% ამბობს, რომ ქართველი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი.  ხოლო მოსახლეობის 2/3 ამბობს, რომ ქართველობა მოიცავს მხოლოდ ეთნიკურად ქართველს.

კვლევის ჩატარების პერიოდია 09/10-09/2 და ის მოიცავს 1928 რესპონდენტს, მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, განათლების დონის, ეთნიკურობის, საცხოვრებელი ტიპის, სიმდიდრის, IDP-ის, დასაქმების სტატუსის მიხედვით. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს 2.2%-ს.

კომენტარები