კვლევა

კვლევის მიხედვით, კურიერების 28% მომხმარებლის შეკვეთიდან საკვებს იღებს

Business Insider

შეგიკვეთავთ ოდესმე ბიგ-მაკ მენიუ, რომელსაც დიდი კარტოფილი ფრი მოყვება, თუმცა შეკვეთის გახსნის შემდეგ გინახავთ რომ კარტოფილს აკლია?

US FOODS-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ კურიერების 28% მომხმარებელთან შეკვეთის მიტანისას შეკვეთიდან საკვებს იღებს და ის არასრულად მიაქვს.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 500 კურიერი, ისეთი კომპანიებიდან როგორებიც არიან - UberEats, Grubhub, DoorDash და Postmates. 500-ივე გამოკითხულმა კურიერმა კვლევაში სრულად მიიღო მონაწილეობა.

კვლევის ფარგლებში, გამოიკითხნენ მომხმარებლებიც, რომლებსაც 1-დან 10-მდე უნდა შეეფასებინათ, რამდენად გააბრაზებდათ ის ფაქტი, რომ კურიერს მათი შეკვეთიდან საკვები ამოეღო. 1 იყო "მნიშვნელობა არ აქვს", 10 კი იყო "სრულიად მიუღებელია", გამოკითხულთა პასუხების საშუალო 8.4 გამოვიდა.

ასევე კვლევის მიხედვით, დადგინა რომ კურიერების 50%-ის თქმით, შეკვეთის მომხმარებელთან მიტანისას ყველაზე მაცდური საკვების გემოა, თუმცა როგორც კვლევითვე აღმოჩნდა ამ ცდუნებას კურიერების 28% ვერ უძლებს.

კომენტარები