პაკისტანი

პაკისტანში თალიბების თავდასხმის შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ

პაკისტანის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლაჰორში შეიარაღებული პირების მიერ განხორცილებული თავდასხმის შედეგად ცხრა პოლიციელი დაიღუპა. BBC–ის ინფორმაციით, შენიღბული პირები თავს პოლიციის აკადემიის შენობას დაესხნენ და სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს.

გამოცემის ცნობით, მომხდარზე პასუხიმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი თვლიან, რომ სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი დაჯგუფების წევრებისადმი არაჰუმანური და შეურაცხმყოფელია.

რამდენიმე დღის წინ პაკისტანის ერთ–ერთ პროვინციაში თალიბების თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო პირი და ერთი სამართალდამცავი დაიღუპა.

2009 წელს კი ლაჰორში მდებარე პოლიციის აკადემიაში თალიბებმა 18 სამართალდამცავი მოკლეს.

 

კომენტარები