კვლევა

სამუშაო ადგილები საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება. უმთავრეს პრიორიტეტებს წარმოადგენს აგრეთვე, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით ფასების ზრდისა და ინფლაციის აქტუალობის მაჩვენებელმა დაბლა დაიწია.

გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი სამუშაო ადგილების შექმნაა, 33% ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს, აგრეთვე 33%-სთვის პრიორიტეტი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის 2008 წლის იანვართან შედარებით საქართველოში მდგომარეობა პენსიის და განათლების საკითხებთან დაკავშირებით გაუმჯობესდა, ხოლო რუსეთთან ურთიერთობისა და ფასების ზრდისა და ინფლაციის საკითხები გაუარესდა.

აღნიშნული კვლევა აგრეთვე ცხადყოფს, რომ გამოკითხულთა უმეტესობის ოჯახების მდგომარეობა 2008 წლის იანვართან შედარებით არ შეცვლილა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

 

კომენტარები