დევნილები

დევნილთა აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დღეს დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ათეული დევნილი უწყებისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდა. აქციის ორგანიზატორები სამინისტროს შენობის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ პასუხობს, ან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას საქართველოს სხვა რეგიონებში სთავაზობს, რაზეც ისინი თანახმა არ არიან.

უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სამინისტროსგან აქციის მონაწილეთა განცხადებების განხილვის პირობა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ დევნილების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი აქციის განახლებას ერთ კვირაში გეგმავენ.

კომენტარები