მაგნიტსკის საქმე

აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო წარმომადგენელთა პალატამ ”მაგნიტსკის აქტი” მიიღო

აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებულმა წარმომადგენელთა პალატამ იურისტ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან მიმართებაში შედგენილი კანონპროექტი, ე.წ. ”მაგნიტსკის სია” მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტის სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

Reuters - ის ინფორმაციით, დოკუმენტი მას შემდეგ შევა ძალაში, როდესაც მას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი მიიღებს. შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადაეგზავნება.

იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე „ბუტირკაში“ წამების შედეგად გარდაიცვალა. მისი კოლეგების მტკიცებით, იურისტი რუსი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მითვისებულ ფინანსებთან დაკავშირებით დოკუმენტებს ფლობდა.

ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა ე.წ. ”მაგნიტსკის სია” შეაგდინა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის კონგრესს წარუდგნეს. კანონპროექტი იმ პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავეებად მიიჩნევიან.

 

კომენტარები