პაკისტანი

თალიბანი ბინ ლადენის პოვნაში მონაწილე ექიმის მოკვლით იმუქრება

პაკისტანის თალიბანის მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმ შაკილ აფრიდის მოკვლით იმუქრება.

,,ჩვენ მას ნაწილებად ავკუწავთ, როდესაც ვიპოვნით. ის ამერიკის ჯაშუში იყო ჩვენი გმირის ბინ ლადენის პოვნაში.’’-განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა ეჰსანულა ეჰსანი.

პაკისტანელი ექიმის ძმა სიტუაციით შეშფოთებულია და მის გათავისუფლებაში დამხარებას აშშ-ს სთხოვს.

გასულ კვირას შაკილ აფრიდს, რომელიც აშშ-ს სპეცსამსახურებს ტერორისტ ბინ ლადენის პოვნაში დაეხმარა, სამშობლოს ღალატის ბრალდებით 33 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

პაკისტანელი ექიმის დაპატიმრება დაგმო ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის მინისტრმა, ხოლო აშშ-ს სენატმა პაკისტანს ყოველწლიური ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად შეუმცირა. 

კომენტარები