უგო ჩავესი ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში კუბიდან ჩაერთო და უარყო ხმები მისი ჯანრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ.
”როგორც ჩანს მოგვიწევს მივეჩვიოთ ჭორებთან ერთად ცხოვრებას. ეს არის ბინძური ფსიქოლოგიური ომის განუყოფელი ნაწილი’’-განაცხადა უგო ჩავესმა.
ვენესუელის პრეზიდენტი ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო კურსს კუბის დედაქალაქ ჰავანაში გადის. მას შემდეგ, რაც მან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კონტაქტი გაწყვიტა, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელება ხმები ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და შესაძლო გარდაცვალების შესახებ.
უგო ჩავესი სამშობლოში ხუთშაბათს დაბრუნდება, თუმცა რადიოთერაპიით მკურნალობის რამდენიმე სეანსის ჩატარება კიდევ მოუწევს.




