აშშ-რუსეთის ურთიერთობები

მაიკლ მაკფოლი აღაშფოთა НТВ-ს ჟურნალისტების საქციელმა

რუსეთში აშშ-ის ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განმარტა, რომ НТВ-ს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას, რომლებიც მას მანქანასთან დახვდნენ და დაჟინებით მოსთხოვეს კომენტარი, წამოსცდა სიტყვები , რომელთა გამოც ის რუსეთის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. ” ეს მე წამომცდა ცუდი რუსულის მიზეზით. მე არ მიგულისხმია ”ველური ქვეყანა”, მე მინდოდა ”ველური” მეწოდებინა НТВ-ს ჟურნალისტების საქციელისთვის, მე პატივს ვცემ რუსეთს.” - დაწერა ელჩმა საკუთარ Twitter-ზე.

მანამდე ელჩთან, რომელიც მიდიოდა მოძრაობა ” ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე , მივიდნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები და მისგან დაჟინებით მოითხოვეს განმარტებები იმის შესახებ, თუ რა საკითხების განხილვას აპირებდა უფლებადამცველებთან. BBC-ს ცნობით, ეს ყველაფერი ხდებოდა ქუჩაში, ელჩი იმ მომენტში გადმოვიდა მანქანიდან და ჟურნალისტების პირისპირ აღმოჩნდა. მაკფოლმა ჟურნალისტების საქციელი შეაფასა დიმპლომატებთან ურთიერთობის წესების დარღვევად და თქვა:”ასეთი რამ არ ხდება აშშ-ში, არ ხდება ინგლიში, არც გერმანიასა და ჩინეთში, მხოლოდ აქ, მხოლოდ თქვენთან. ” НТВ-ს ცნობით, ამ განცხადების შემდეგ  მაკფოლი  ” რუსეთს გადასწვდა და მას ველური უწოდა.”

 

კომენტარები