აშშ-რუსეთის ურთიერთობები

აშშ რუსული დემოკრატიის დასახმარებლად სახსრების გამოყოფას აპირებს

ობამას ადმინისტრაცია აპირებს რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად 50 მილიონ დოლარი გამოყოს. გავრცელებული ცნობებით 2009 წლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 200 მილიონი დოლარი გაიღო რუსეთში დემოკრატიის მხარდასაჭერად.

რუსეთში აშშ-ის ელჩის მაიკლ მაკფოლის განმარტებით, სამომავლო დახმარების ფარგლებში აშშ კვლავაც შეეცდება ხელი შეუწყოს რუსეთში დემოკრატიულ პროცესებს, კანონის უზენაესობის, მთავრობის პასუხისმგებლობის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ლიბერალური პარტია ”იაბლოკოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგეი მიტროხინის მოსაზრებით კი აშშ დახმარებას მმართველი წრეები მავნებლურ ქმედებად წარმოაჩენენ და საერთო ჯამში შესაძლოა დახმარებამ რუსეთში ოპოზიცია დააზარალოს კიდეც.

არც თუ დიდი ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი ოფიციალური პირები რუსეთში საპროტესტო მღელვარების წახასლისებაში დაადანაშაულა.

 

კომენტარები