რუსეთის არჩევნები

რუსი უფლებადამცველები კლინტონის განცხადებამ უკმაყოფილოები დატოვა

რუსმა უფლებადამცველებმა მკვეთრი  უკმაყოფილება გამოხატეს  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადების  იმ ნაწილის გამო, სადა  ნათქვამია,  რომ პუტინი არჩევნებში გამარჯვებულია და  აშშ მზადაა ითანამშრომლოს მასთან, როცა ოფიციალურად დაიკავებს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს.  ”ეს სიტყვები წარმოითქვა მაშინ, როცა აშკარა ხდება ახალი და ახალი ფაქტები მასობრივი დარღვევების შესახებ.  როგორ შეიძლება ლაპარაკი ამ არჩევნებში ”გამარჯვებულაზე?”, თანაც  იმის აღნიშვნის გარეშე, რომ არჩევნები არასამართლიანი იყო. ჩვენი აზრით, ეს სიტყვები არ შეიძლება არ განვიხილოთ რუსეთში, სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლი ადამიანების შეურაცხყოფად. ”- ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ:  მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის  სახელით ლუდმილა ალექსეევა, მოძრაობა  ”ადამიანის უფლებებისთვის”  დირექტორი ლევ პონომარევი, ცენტრ ”მემორიალის”  წარმომადგენლები: სერგეი კოვალიოვი, ოლეგ ორლოვი და სხვები.

რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავის  განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გამოხატა აშშ-ს შეშფოთება  რუსეთში  ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე  დარღვევების გამო. კლინტონმა შეშფოთება გამოხატა არჩევნების შემდგომ რუსეთში, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებითაც და ბოლოს თქვა, რომ პუტინი გამარჯვებულია და აშშ მზადაა ითანამშრომლოს მასთან.  

კომენტარები