რუსეთის არჩევნები

მოსკოვში ოპოზიციონერი აქტივისტები დააკავეს, მათ შორის ალექსეი ნავალნი

მოსკოვში პოლიციამ მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც მათმა ნაწილმა პუშკინის მოედანზე დარჩენა და უვადო საპროტესტო აქციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. გავრცელებული ცნობებით, პოლიცია სწორდ იმ აქტივისტების დაკავებას შეუდგა, რომლებმაც სამართალიანი არჩევნების მოთხოვნით მოედანზე  დარჩება გადაწყვიტა. უკანასკნელი ცნობებით, დაკავებულები არიან ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი, ასევე ილია იაშინი, ილია პონომარიევი,  

 მოსკოვში, პუშკინის მოედანზე დღეს ათასობით  ადამიანმა გააპროტესტა რუსეთში გუშინ ჩატარებული არჩევნები და მისი შედეგები.

"ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და არ იყო სამართლიანი. ის ჩაატარა იმ საარჩევნო კომისიამ, რომელმაც  დუმის არჩევნებზე უკვე მოიპარა ჩვენი ხმები. ამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს დამოუკიდებელ კანდიდატებს, მთელი ცენტრალური პრესა ვლადიმირ პუტინის სასარგებლოდ მუშაობდა.“-აღინიშნა 5 მარტს ჩატარებული  მიტინგის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ცნობებით,  პუშკინის მოედანზე 20 000 -იდან 40 000-ამდე ადამიანი იყო შეკრებილი. მათ  ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მოითხოვეს. მიტინგზე გამოსვლისას ცნობილმა  აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ „პროპაგანდისტული მანქანის“ შექმნის პირობა დადო, რომელიც მისი თქმით, ცენტრალურ ტელევიზიაზე ძლიერი იქნება. მან თქვა, რომ დიდ ქალაქებში აზვირთებულმა საპროტესტო გამოსვლებმა მთელს ქვეყანაში ვერ განავრცო მესიჯი „თაღლითების და ქურდების მთავრობის“ შესახებ. მიტინგზე იყო შეძახილები: „რუსეთი პუტინის გარეშე!,“ „მათი არჩევნები ფარსია!“, „რუსეთი იქნება თავისუფალი!.“ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა უარი თქვა მოედნის დატოვებაზე. „ ჩვენ უარს ვამბობთ სახლში წასვლაზე და ვაცხადებთ უვადო საპროტესტო აქციას, ახლა გავშლით კარვებს.“- უთხრა ჟურნალისტებს მიტინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სერეგი უდალცოვმა.

 შეგახსენებთ უდალცოვი დაკავებულია, ისევე როგორც ნავალნი და სხვა ლიდერები. მოგვიანებით,  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 250-მდე აქტივისტის დაკავება დაადასტურა.

კომენტარები