რუსეთის არჩევნები

პუტინს გამარჯვება მიულოცეს ირანის და სირიის პრეზიდენტებმა

ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება სირიის და ირანის პრეზიდენტებმა მიულოცეს. ბაშარ ალ ასადმა თავის მისალოც წერილში რუსეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს „სირიელი ხალხის“ სახელით უსურვა წარმატებები პრეზიდენტის პოსტზე, რუს ხალხს კი აყვავება პუტინის მმართველობაში.

„გულითადად გილოცავთ რუსეთის პრეზიდენტად არჩევას, ასევე ვულოცავ თქვენს მთავრობას და რუსეთის  ხალხს. იმედი მაქვს, თქვენს მომდევნო საპრეზიდენტო ვადაში კიდევ უფრო გაღრმავდება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის.“ - ამ სიტყვებით არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ პუტინს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მიულოცა.

 

კომენტარები